შავი ქლიავის ჩირი
კოდი : 10420
ფასი : 7.4 ლარი
აღწერა
უგემრიელესი და მაღალი კვებითი ღირებულების „მანნას“ ქართული შავი ქლიავის ჩირი
პროდუქტი შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს. ჩირი დამზადებულია საქართველოში მოყვანილი შავი ქლიავის ჯიშების ნაყოფის ტექნოლოგიური დამუშავებით. დაჩირების პროცესში შენარჩუნებულია ქლიავის ნუტრიციული ღირებულება.  ხილი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს და სრულად ინარჩუნებს ვიტამინებს.


შემადგენლობა: შავი ქლიავი

სასარგებლო თვისებები

შავი ქლიავის ჩირი არამარტო გემრიელი სასუსნავია, არამედ საკმაოდ სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის და ამარაგებს მას ვიტამინებით (В1, В2, РР, С, А) და მინერალებით. მასში ნატურალური შაქრის რამდენიმე სახეობაა ფრუქტოზა, გლუკოზა და საქაროზა. წარმოადგენს ენერგეტიკულ საშუალებას, ვინაიდან შეიცავს ვაშლისა და ლიმნის მჟავებს. ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედებები და ახდენს გულის დაავადებებისა და დიაბეტის  პრევენციას. რეკომენდირებულია კუჭის პრობლემების დროს.

შავი ქლიავის ჩირი არ იწვევს წონაში მატებას. უფრო მეტიც მას ხშირად იყენებენ თანამედროვე დიეტებში, ვინაიდან ხელს უწყობს საჭმლის მონელებას – საკვები ადვილად გაიწოვება და არ გროვდება ცხიმის სახით.

პროდუქციის შესაკვეთად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 551 42 10 10 ან  შეხვიდეთ ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/shop.ati.ge/ და მოგვწეროთ სასურველი პროდუქციის დასახელება ან კოდი. ჩვენი წარმომადგენელი გადაგიმოწმებთ ნივთის ხელმისაწვდომობას და შეგითანხმდებათ ადგილზე მიტანის პირობებზე. ანგარიშსწორება ხდება ადგილზე, პროდუქციის მოწოდებისას (როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათით).


მსგავსი პროდუქცია
მსგავსი პროდუქცია არ მოიძებნა!