არქიტექტურა
ინჟინერია
დიზაინი

არქიტექტურული, საინჟინრო და ინტერიერის დიზაინის მომსახურება საქართველოსთვის — და მის ფარგლებს გარეთ.

KA
KA
WE CAN MAKE
YOUR PROJECTS
HAPPEN.
REALLY.
ჩვენს საქმიანობაში შედის პროექტების კომპლექსური განხორციელება და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი შორეული არქიტექტორებისთვის პროექტების თანმხლები მომსახურების გაწევა. ჩვენი მუშაობა მოიცავს სამშენებლო დაპროექტების ყველა ეტაპს: წინასაპროექტო ანალიზიდან, არქიტექტურული აზომვებიდან და BIM-მოდელების შექმნიდან (Revit) სამუშაო და შესრულების დოკუმენტაციის გამოშვებამდე. არქიტექტურა, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი, ლითონის, ხის და რკინაბეტონის კონსტრუქციების დიზაინი, წყალმომარაგების და წყალარინების, გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების, ელექტრომომარაგების და განათების, სუსტდენიანი სისტემების და ჭკვიანი სახლის სისტემების შემუშავება. ჩვენ ვეხმარებით პროექტების სამართლებრივ თანხლებაში, ვუწევთ მშენებლობის გენერალური მოიჯარის, ტექნიკურ და საავტორო ზედამხედველობას.
სამუშაოს ალგორითმი
ეტაპი 04
სამშენებლო სამუშაოებისთვის მომზადებისას ჩვენ ვქმნით სამუშაო დოკუმენტაციის სრულ კომპლექტს, მათ შორის დაკვალვის გეგმებს, განშლებს, საჭირო კვანძებს, მასალებისა და ნაკეთობების უწყისებს. პროექტის განხორციელების დროს ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მშენებლებთან და დროულად შეგვაქვს ცვლილებები დოკუმენტაციაში, თუკი ახალი შესაყვანი მონაცემები გამოჩნდება. მონტაჟის დროს ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას გაუთვალისწინებელი გარემოებები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები მათი შესაბამისობაში მოსაყვანად ან აღმოსაფხვრელად.
ეტაპი 03
შეთანხმებული კონცეფციის ფარგლებში ჩვენ ვაყალიბებთ ტექნიკურ დავალებას ინჟინერთა გუნდისთვის. ჯერ თითოეული ნაწილი შემუშავდება ესკიზის სახით, რომელსაც ობიექტზე ვამოწმებთ მემონტაჟეთა ჯგუფთან ერთად. მემონტაჟეთა ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით ინჟინრები მიიყვანენ კონცეფციას სამუშაო დოკუმენტაციის სტადიამდე, რომელიც მოიცავს საინჟინრო გამოთვლებს, დაწვრილებით სამონტაჟო ნახაზებს და მოცულობათა უწყისებს (BOQ).
ტექნიკური გამოკვლევის და დამკვეთთან გასაუბრების შედეგების საფუძველზე ჩვენ შევიმუშავებთ არქიტექტურულ კონცეფციას. ჩვენ ვმუშაობთ BIM გარემოში, ამიტომ უკვე ესკიზის ეტაპზე ვითვალისწინებთ შემოთავაზებული გადაწყვეტილებების განხორციელების ყველა ტექნიკურ მხარეს, მრავალშემადგენლიანი კედლების ფენების ზუსტი ზომებიდან ჩაშენებული ავეჯის ფასადებს შორის საჭირო ღრეჩოების ზომებამდე.
ეტაპი 01
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვატარებთ ნაკვეთის ან მშენებლობის ობიექტის აზომვებს, ფოტოგრაფიულ ფიქსაციას და, საჭიროების შემთხვევაში, ფოტოგრამმეტრიას, აღვნიშნავთ სტრუქტურული ელემენტების გეომეტრიულ მახასიათებლებს, მასალებს და შესრულების ხარისხს. გამოკვლევაზე დაყრდნობით ვადგენთ ტექნიკურ ანგარიშგებას, ვქმნით Revit-ში 3D მოდელს და ნახაზების კომპლექტს, მათ შორის გეგმებსა და დამახასიათებელ ჭრილებსს.
ეტაპი 02
მიმდინარე პროექტები
004 : UNDER CONSTRUCTION
ჭავჭავაძე
002 : DESIGN DETAILING
კრწანისი
001 : UNDER CONSTRUCTION
გრინჰილი
003 : CONCEPT
ცინცაძე
გუნდი
პარტნიორები
LET`S CREATE
READY TO CREATE A UNIQUE SPACE?
IT`S TIME TO BUILD SOMETHING AMAZING TOGETHER.
START A PROJECT
HELLO@ATI.GE
HELLO@ATI.GE